Feedback

SOS - საოკუპაციო ხაზი კიდევ 800 მეტრით გადმოიწია!!!

  /   ნანახია 645 ჯერ

SOS - საოკუპაციო ხაზი კიდევ 800 მეტრით გადმოიწია!!!

საოკუპაციო ხაზმა კიდევ 800 მეტრით გადმოიწია. ქარელის რაიონში საოკუაპაციო ძალებმა ახალი ბანერები დადგეს და გარდა ხურვალეთისა და წითელსოფლის მიწებისა, ამ ტერიტორიაზე მოექცა უკვე სოფელ თამარაშენის მიწებიც. საოკუპაციო ბანერი ქარელის რაიონში გუშინ გამოჩნდა, მას შემდეგ რაც მოსახლეობა საკუთარი მოსავლის ასაღებად მივიდა, მათ ადგილზე საოკუპაციო ბანერი დახვდათ. მათი თქმით, ოკუპანტები ბანერს თავად აკონტროლებდნენ. ,,ეს ბანერი არ იყო ომის მერე და გაჩნდა ეხლა. 6 ჰექტარი მიწა მაინც აქვთ წაღებული. “ - აცხადებენ მოსახლეები, მათი თქმით ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ გამოჩენილა.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით დეტალებზე ვერ საუბრობს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იყოფება.