Feedback

‘’მის და მისტერ გოლდენ-ბრენდის’’ დამფუძნებელი გიორგი მასხულია თამუნა ვაშალომიძეს და მის გუნდს ცილისწამებისა და პლაგეატობისთვის სასამართლოში უჩივლებს

  /   ნანახია 1478 ჯერ

‘’მის და მისტერ გოლდენ-ბრენდის’’ დამფუძნებელი გიორგი მასხულია  თამუნა ვაშალომიძეს და მის გუნდს  ცილისწამებისა და პლაგეატობისთვის სასამართლოში უჩივლებს

მსგავსი მასალა: ''მოდელი გიორგი მასხულია: როგორც ჩანს, ჩემს მიმართ თავდასხმები არ მთავრდება..''

                    https://pktv.ge/index.php?action=full_news&id=2698

გიორგი მასხულია: შპს ‘’მის და მისტერ გოლდენ-ბრენდის’’ დამფუძნებლები არიან: ლანდა  მასხულია (შპს ‘’მის და მისტერ გოლდენ-ბრენდის’’ დირექტორი,  50 % მეწილე) და გიორგი მასხულია (შპს ‘’მის და მისტერ გოლდენ-ბრენდის’’ 45 % მეწილე), გიორგი სანთელაძე. სამართლებრივად, შპს დირექტორსა და მის დამფუძლებლებს კრებაზე უნდა დაენიშნათ ჟიურის თავმჯდომარე და წევრები. ‘’მის და მისტერ გოლდენ-ბრენდმა’’მოიწვია იტალიაში მოღვაწე დიზაინერი ქეთევან დარსაველიძე, ცნობილი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი, ასევე სპეციალური მოწვევით - კესარია აბრამიძე. რაც შეეხებათ მედავითნე თამო ვაშალომიძეს, ნიკა ჭავჭავაძეს, უცნობ დიზაინერ გიორგი ტატანაშვილსა და შოუბიზნესიდან ბევრჯერ გაგდებულ გიორგი ხაჭაპურიძეს - ჩემთვის გაუგებარია, საიდან მოხვდნენ ჟიურში. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ესენი ‘’იდეის ავტორ’’ ინგა სიორიძის მოყვანილები ყოფილან, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, რადგან ეს ადამიანები თვითმარქვია ჟიურის წევრები იყვნენ. მათი შემხედვარე, ჟიურის რამდენიმე მოწვეულმა წევრმა დატოვა კონკურსი. სწორედ ამ გაუგებრობამ გამოიწვია 2015 წლის 19 სექტემბერს შესარჩევი ქასთინგის ჩაშლა. გაცოფებულებმა საშინელი ცილი დამწამეს, რაც სიმართლეს მოკლებულია და მტკიცებულებებიც არ არსებობს. ვიბრძოლებ, რომ მეც შევიტანო სარჩელი ცილისწამებისთვის.

რაც შეეხება ჩემს პერსონას, ვარ 19 წლის; გაკეთებული მაქვს ‘’ბოდეარტ-ჯორჯიას’’ წარმატებული კონკურსი. მინდა გითხრათ, რომ ‘’მის და მისტერ გოლდენ-ბრენდის’’ კონკურსიც არ გაუქმებულა, ის ყოველწლიურად ჩატარდება. ამ წელს გამოვლინდება ‘’მის და მისტერ გოლდენ-ბრენდის’’ ახალი აღმოჩენა.