რესპუბლიკურ საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შეყვანილ დაჭრილ მოზარდებს გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.
სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოფიციალური კომენტარი სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციას ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაჭრილ მოზარდს გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული შემავალი ჭრილობა. არსებული ინფორმაციით მოზარდები 35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დამატებითი კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
ჟურნალისტი: გიორგი ჩოხადარი.