Feedback

საქართველო მსოფლიო ბიოლოგიურ ომში ჩაერთო - ინტერვიუ პროფესორ ვახტანგ მაისაიასთან

  /   ნანახია 430 ჯერ

 საქართველო მსოფლიო ბიოლოგიურ ომში ჩაერთო -  ინტერვიუ პროფესორ  ვახტანგ მაისაიასთან

 ესაუბრა შორენა პაპაშვილი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხში პროფესორ ვახტანგ მაისაიას შეფასებით, covid-19 -ის სახით საქმე გვაქვს გლობალურ გამოწვევასთან. საქართველო ჩართულია ბაქტეოროლოგიურ ომში, რომელიც გამოწვეულია არა ადამიანური ფაქტორით, არამედ ბუნებრივი საფრთხით და მას ეწოდება „ტრენდ-ცენტრული გამოწვევა“. სპეციალისტი პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას გარკვეულ რეკომენდაციებს აძლევს, მათ შორის, ურჩევს, უწყებათაშორის საგანგებო შტაბს სასწრაფოდ დაემატოს თავდაცვის კომპონენტი. შეიქნას სპეციალური დანიშნულების - მასობრივი განადგურების იარაღი თავდაცვის სპეციალიზირებული ჯარების სახეობა, სულ მცირე, ბატალიონის და მაქსიმუმ - ბრიგადის დონეზე მაინც და ამ სფეროს სპეციალისტებით დაკომპლექტებული შტაბები, მათ შორის საბატალიონო დონეზე. ასევე, თავდაცვის სამინისტროში უნდა შეიქმნას ფსიქოლოგიური ოპერაციების მართვის ცენტრი, რომელიც საინფორმაციო - პროპაგანდისტულ თავდაცვას უზრუნველყოფს.

 

_ კორონავირუსი საკმაოდ დიდი ზომის ბაქტერიაა, რომელიც ზომით გრიპის ბაქტერიას, რამდენჯერმე აღემატება. მისი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს შიდა უჯრედულ დაშლას და განადგურებას. აღნიშნული კი უკვე სამხედრო ბიოლოგებისა და მასობრივი განადგურების იარაღის სპეციალისტების მუშაობის სფეროა. ეს არის ასიმეტრიული სამხედრო გამოწვევა. დღეს, უკვე დადგენილია, რომ covid-19 უფრო ბიოლოგიური აგენტია, ვიდრე გრიპის ვირუსი. რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ს სამხედრო სპეციალისტები და ექსპერტები, ამ პანდემიას ბიოლოგიური ომის შეფასებას აძლევენ. ეს არ არის ჩვეულებრივი ტიპის გამოწვევა. ამ ვირუსის შტამს გააჩნია ბევრად უფრო დიდი პოტენციალი, ვიდრე გრიპის ვირუსს. შესაძლოა სიმპტომებით ჰგავდეს, მაგრამ გრიპი ნამდვილად არ არის. ეს არის ცალკე მდგომი ეპიდემიოლოგიური და ბაქტეოროლოგიური ტიპის საშიში აგენტი. 

 

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩავრთოთ თავდაცვის ძალები და დღეს უკვე, დაგვიანებული ხომ არ არის?

-  თავდაცვის მინისტრს მივმართავ, როგორც სამხედრო და პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი, აუცილებლად შეიქმნას ახალი ტიპის ჯარის სახეობა, რომელიც ბიოლოგიური, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის თავდაცვის სახეობად უნდა ჩამოყალიბდეს და გატარდეს სათანადო რეფორმა, ანდა მას ეწოდოს მასობრივი განადგურების იარაღის საწინააღმდეგო ჯარის სახეობა, სადაც სწორედ აღნიშნული სპეციალური დანიშნულების მასობრივი განადგურების იარაღის თავდაცვის სამხედრო შენაერთები შევლენ, თუნდაც ბატალიონის დონეზე, ხოლო ზოგად კონტექსტში, პირველ ეტაპზე უნდა ჩამოყალიბდეს „ასეული-ბატალიონის“ ტიპის შენაერთები.  

- გვაქვს ამის რესურსი, ჩვენ ხომ მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ?

- საგანგებო ვითარების ფონზე ჩვენ შეგვიძლია სამხედრო ბიოლოგების მობილიზაცია გამოვაცხადოთ. როგორც კიბერუსაფრთხოების ნაწილები იქმნება შეიარაღებულ ძალებში, ასევე უნდა შეიქნას „სპეციალური დანიშნულების-მასობრივი იარაღის განადგურების თავდაცვის“ სახეობის შენაერთები, სადაც ბიოლოგიური თავდაცვის ქვედანაყოფი, თუნდაც, ბატალიონის დონეზე მაინც. ასეთ სახეობაში უნდა შეიქმნას, როგორც კადრირებული, ისე სრულად დაკომპლექტებული შენაერთები და უნდა შეიქმნას სპეციალური შტაბის, თუნდაც ბრიგადის დონეზე. აღნიშნული ღონისძიების გატარება წარმოადგენს აუცილებელ გარემოებას. პირველ რიგში, სასურველია გამოცხადდეს ფარული მობილიზაცია, სწორედ ასეთი, ვიწრო სამხედრო სპეციალისტების გამოძახების მიზნით. ამის პოტენციალი საქართველოს გააჩნია. სამხედროების გარეშე ამ პრობლემას ვერ გავართმევთ თავს, ეს მარნეულისა და გარდაბნის მოვლენებმაც გვაჩვენა. 

- რაც შეეხება ფსიქოლოგიური ოპერაციას. რუსეთის მხრიდან გარკვეული ფსიქოლოგიური ოპერაცია იყო იტალიაში სამხედრო ექიმების გაგზავნა?

- ჩვენ გვყავს მეზობელი - რუსეთი, რომელმაც შეიძლება ეს ვითარება გამოიყენოს და გამოიწვიოს ფსიქოლოგიური ოპერაციისთვის. მაგალითად, რუსეთის მიერ იტალიაში ექიმების გაგზავნა, ერთი მხრივ არის ჰუმანიტარული აქცია, თუმცა, მეორე მხრივ მას აქვს ფარული ფსიქოლოგიური ოპერაციის ფორმა, რომელიც ითვალისწინებს ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებში რეინტეგრაციული პროცესების შეტანას. როდესაც ნატო და რუსეთი ოფიციალურად მტრები არიან, ეს დაფიქსირებულია ნატოს სტრატეგიულ დეკლარაციაშიც, ამ დროს ნატოს წევრი-ქვეყნის სახელმწიფოში რუსული სამხედრო კონტიგენტის ჩასვლას გვინდა თუ არა, ფსიქოლოგიური ოპერაციის ფორმაც აქვს. 

- ეს ხომ არ იყო რუსეთის ინიციატივა, მას იტალიამ სთხოვა.

- არ გამოვრიცხავ, რომ ინიციატივა რუსეთიდან წამოსულიყო. საინფორმაციო ომის პრელუდია უკვე დაიწყო. რუსეთის ფედერაციის ეროვნული თავდაცვის ცენტრის ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს შეიარაღებული ძალების უმაღლესი დონის სტრატეგიული მართვის ორგანოს, მოქმედებს ფსიქოლოგიური საბრძოლო ოპერაციების დაგეგმარების შტაბი და მას გააჩნია თავისი სპეციფიკური ამოცანები. 

 

- რას იტყვით საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებასა და ოპოზიციის ქმედებებზე?

- როცა ქვეყნის წინაშე ეგზისტენციალური პრობლემები დგას, რეიტინგებზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია ცოტა მიუღებელია. ამ მხრივ, მთავრობას აქვს სერიოზული შანსები, იმიტომ, რომ მან მიიღო დროული ზომები და აქვს წარმატებები ვირუსთან ბრძოლაში. საქართველოში, იმდენად არის პოლიტიზირებული მდგომარეობა, რომ, როდესაც ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნდება ყველაფერი, "ქართული ოცნების" რეიტინგში დიდად არაფერი შეიცვლება. დღეს, მას ანტინაცისტური ელექტორატის მობილიზების შანსი აქვს. ბუნებრივია ნაცისტური რეჟიმის დაბრუნება მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ არ მოხდეს ნაციონალების რევანში, იმათ ჰყავთ თავიანთი ელექტორატი, მოწამლული სექტანტები. ეს არის პოლიტიკურ - ფსიქოლოგიური კორონავირუსი.

- მოსახლეობის რამდენ პროცენტს შეადგენს მათი მხარდამჭერები?

- საზოგადოების ეს ნაწილი არის 15%. ოპოზიციამ ისედაც იცის, რომ ამაზე მეტს ვერ აიღებდნენ, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად წარმატებით გაართმევს მმართველი პოლიტიკური ძალა პანდემიასთან ბრძოლას თავს. ჯერ ყველაფერი წინ არის. შუაგულ ბრძოლაში ვართ.

- ამ ბრძოლაში თქვენ თავდაცვის სამინისტროს როლს მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევთ?

- რა თქმა უნდა. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვურჩევ მოიწვიოს ექსპერტები და შექმნას შტაბი. უკრაინაში დღეს, იმდენად არის პარალიზებული სახელმწიფო სტრუქტურები, რომ საგანგებო ვითარებაც ვერ შემოაქვთ. ჩვენც რომ იგივე ფართობის ტერიტორია გვქონოდა, ბევრად უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. მარნეულის ამბავმა ეს წარმოაჩინა. ეროვნული უსაფრთხოების კლასიფიკაციით, საგანგებო ვითარების რეჟიმის სამი სახეობა არსებობს: რბილი, მსუბუქი და ჰიბრიდული, ანუ რთული. როცა საშუალოზე გადავედით პრობლემები შეიქმნა, არმია არ აღმოჩნდა მზად ამ ჩარეულიყო პროცესებში. ჩვენი მდგომარეობა არის საკმაოდ მოწყვლადი, საჭიროა შეიქმნას შემდგომში კრიზისული მართვის ცენტრი, ეს არის აუცილებელი.


- ბატონო ვახტანგ, რას ფიქრობთ, ერთიანობაში, რამდენად სწორად მიდის პანდემიასთან ბრძოლის მხრივ პროცესები საქართველოში?

- ლეტალური შედეგი არ გვაქვს, ჩვენ გადაგვარჩინა პროფესიონალურმა კადრებმა. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, საბჭოთა კადრებმა გადაგვარჩინა. საბჭოთა კავშირი ფუნდამენტურ განათლებას იძლეოდა. ოთხი ამერიკული უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, მაგრამ საბჭოთა განათლება ძალიან ბევრ რამეში მშველის. ევროკავშირის მიერ აღიარებული დიპლომირებული პროფესორი ვარ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. მთავრობამ პირველად დაუჯერა პროფესიონალებს, მაგრამ აუცილებელია სოციალური უსაფრთხოების შექმნა, იმიტომ, რომ ხალხის შიმშილმა შეიძლება გამოიწვიოს სოციალური არეულობები. უნდა შეიქმნას სოციალური დახმარების პაკეტი. ჰიპერინფლაცირებული ლარის პირობებში თუ არ გატარდა აუცილებელი ზომები, არ გაიცა დახმარებები, შესაძლოა, სასურსათო და თუნდაც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემამ ერთიანად ჩამოწეროს ყველაფერი.