Feedback

ლევან კობიაშვილმა გაგვცეს პასუხი, რომელ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით უნდა ჩაატაროთ საქართველო-კოსოვოს მატჩები ფეხბურთში?

  /   ნანახია 663 ჯერ

ლევან კობიაშვილმა გაგვცეს პასუხი, რომელ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით უნდა ჩაატაროთ საქართველო-კოსოვოს მატჩები ფეხბურთში?






საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს,

ბატონ ლევან კობიაშვილს

ალექსანდრე ჟღენტის

 

 მ ი მ ა რ თ ვ ა

ბატონი ლევან,

მიმდინარე წლის, კერძოდ, 2020 წლის 7 დეკემბერს, ფიფამ ჩაატარა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფებში მონაწილე გუნდების კენჭისყრა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები უნდა შეხვდეს კოსოვოს.

მოგეხსენებათ, ქართული სახელმწიფო და ბუნებრივია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

ფიფა, რიგ შემთხვევაში,  ითვალისწინებს პოლიტიკურ ნიუანსებს, რიგ შემთხვევაში კი - არა, ისევე, როგორც გაერო.

გთხოვთ, განმიმარტოთ, რომელ ნორმატიულ აქტებზე დაყრდნობით არის შესაძლებელი, ჩატარდეს საქართველოსა და კოსოვოს მატჩები.

 

პატივისცემით,

ალექსანდრე ჟღენტი,

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საექსპერტო კომიტეტის

პირველი თავმჯდომარე 1990-91 წლებში

08.12.2020 წ.