Feedback

ვის ინტერესშია დავით გარეჯის დაკარგვა, - გამიზნული პოლიტიკა, უვიცობა თუ ღალატი?! PKTV, 01.02.21

  /   ნანახია 70 ჯერ

 ვის ინტერესშია დავით გარეჯის დაკარგვა, - გამიზნული პოლიტიკა, უვიცობა თუ ღალატი?! PKTV, 01.02.21

ეს გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ის ეთერში გავიდა 01 თებერვალს, 2021 წ.

ვის აძლევს ხელს ანუ ვის ინტერესშია დავით გარეჯის დაკარგვა?! - გამიზნული პოლიტიკა, უვიცობა თუ ღალატი, ჟურნალისტ გიგლა გიგლა გობეჩიას საავტორო პროგრამაში 'დიდი გარღვევა' , მხოლოდ ტელეკომპანია PKTV-ზე.

გადაცემის წამყვანი ჟურნალისტი გიგლა გობეჩია,

სტუმარი - საქართველოს რესპ. უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს მიწის მართვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი.

ოპერატორი ზაქარია როჭიკაშვილი

პროდუსერი და მიმართულების ხელმძღვანელი ქეთი სესიაშვილი.

მონტაჟი: ქეთი სესიაშვილი.

ჩვენი ტელევიზიისთვის ყველა პრობლემური საკითხი, ყოველი ჩქამი, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის ისტორიას, კულტურასა და სულიერებას ეხება, ცხადია, აქტუალურია და მას გვერდს არასდიდებით არ ავუვლით. ასეა დავით გარეჯის საქმეშიც. ჩვენი ისტორიული დიდების ძეგლი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მავანთა გამოისობით სადავო ხდება.

ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვები, რა ძალები ათამაშებენ ამ კარტს, ვის შეაქვს ეჭვი წყალგაუვალ ჭეშმარიტებაში, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ქართულია და რატომ, რისი ან ვისი გამოისობით ხდება იგი სადავო? ჟურნალისტ გიგლა გობეჩიას საავტორო გადაცემაში - ,,დიდი გარღვევა“ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბატონი ნუგზარ შავთვალაძე სრულიად ახალი დეტალებს გვამცნობს ამ ისტერიული ისტორიის მთავარ პერსონაზე - ივერი მელაშვილზე.

თურმე ნუ იტყვით და მისი ღალატის ანატომიას ჯერ კიდევ 1990-იანი წლების მიწურულს ეყრებოდა საფუძველი, როცა ის თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტში მუშაობდა. ეს ჩვენი ექსკლუზივია, ამას პირველად ჩვენგან შეიტყობთ. დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ.

გვიყურეთ და გვენდეთ ჩვენ, ჩვენ არ მოგატყუებთ!

ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , "ახალი ქსელები", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv და ჩვენს საიტზე pktvgeorgia.ge ● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/. ასევე გვიყურეთ თანამგზავრზე - Azercosmos 46 გრადუსი, 30 000 ჰორიზონტალზე, სიხშირე -11095 (დროებით დაპაუზებულია)

მაშ ასე, გვიყურეთ ჩვენ, - ტელეკომპანია PKTV-ის, ჩვენ არ მოგატყუებთ!

● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/