Feedback

სერგეი გავრილოვი: ჩემი გვარით მანიპულირებას და ქართველი ხალხის მოტყუებას თავი დაანებონ, გავრილოვისგან ‘საქართველოს მტრის ხატის’ ძერწვა შეწყვიტონ!

  /   ნანახია 225 ჯერ

სერგეი გავრილოვი: ჩემი გვარით მანიპულირებას და ქართველი ხალხის მოტყუებას თავი დაანებონ, გავრილოვისგან ‘საქართველოს მტრის ხატის’ ძერწვა შეწყვიტონ!

   ესაუბრა ზაზა დავითაია

 (ინტერვიუ ქართულ და რუსულ ენებზე)

 

2 წლის წინ საქართველოში მის ჩამოსვლას და პარლამენტის სპიკერის სავარძელში ჩაჯდომას კინაღამ სახელმწიფო გადატრიალება მოჰყვა. ახლაც, ნაცების მხრიდან მორიგი რევოლუციის დაანონსება ისევ მის სახელს უკავშირდება. რუსეთის სახელმწიფო დუმის ამ დეპუტატთან ინტერვიუს ჩაწერა დიდი ხანია მსურდა. მინდოდა მეკითხა, ნაცებს გამიზნულად ხომ არ აძლევს მოქმედების საფუძველს?   

ღამის 11 საათი სრულდებოდა, როცა ჩემს ტელეფონზე რუსეთიდან შემოსული ზარი გაისმა. - გისმენთ! - ვუპასუხე ქართულად.  - გამარჯობათ, ზაზა!  - კეთილგანწყობით მომმართა თანამოსაუბრემ და მეტად გამაოცა, როცა ვინაობა გამიმხილა.

არ გავამხელ, როგორ და ვისი დახმარებით გავედი კონტაქტზე. დიდხანს ვისაუბრეთ... ნაცებისგან „მტრის ხატად“ შერაცხულ მაღალჩინოსან რუს პოლიტიკოსზე ჩემს პირად შთაბეჭდილებას მკითხველს თავს არ მოვახვევ, შევეცდები, ობიექტურად გადმოვცე მისი პოზიცია და შემდეგ, მკითხველნო, თავად განსაჯეთ...  

 - გამარჯობათ, ზაზა, სერგეი გავრილოვი გახლავართ. მინდა, ინტერვიუ მოგცეთ! - პირდაპირ ამ სიტყვებით დაიწყო ჩემთან საუბარი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, დუმის 'სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, სამოქალაქო და რელიგიური გაერთიანებების საკითხთა კომიტეტის' თავმჯდომარემ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო მსოფლიო ასამბლეის პრეზიდენტმა:

 - ქართული ტელეკომპანია 'პირველის' ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც სიტყვა გამაწყვეტინეს და პოზიცია გამიმრუდეს! მე არავითარ შემთხვევაში არ მომითხოვია დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრება, არც ბოღმა გამაჩნია მის მიმართ. ვსაუბრობდი მხოლოდ იმაზე, რომ პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, იმ სიტუაციის გამო, რაც 2019 წლის ივნისში საქართველოში მოხდა, ბოდიშს უნდა იხდიდეს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო მსოფლიო ასამბლეის დეპუტატთა წინაშე. ქართულ მედიაკომპანიას, რომელმაც კომენტარი მთხოვა პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით -  მე ვუპასუხე, რომ არ ვიცნობ ბატონ მელიას და დარწმუნებული ვარ, მელიას მიმართ პროკურატურის პოზიცია საერთოდ არ უკავშირდება 2019 წელს საქართველოში ჩემს ყოფნას, რადგან ევროპის პარლამენტების დეპუტატებზე, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის წარმომადგენლებზე მაშინდელი თავდასხმა მხოლოდ ნამდვილი მიზნის - სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისთვის დასჭირდათ.  

 ამის მიუხედავად, მელიას მიმართ მცირე წყენაც არ დამრჩენია, ოღონდ, თუ ის თავს ნამდვილ პოლიტიკოსად თვლის, აუცილებლად უნდა მოიბოდიშოს - არ შეიძლება საკუთარი კარიერის აგება სიცრუეზე. მე არასოდეს მქონია საქართველოს მიმართ მტრული და აგრესიული პოზიცია, როგორც ის ამას ამტკიცებს. პირიქით - ჩემი პოზიცია უკიდურესად ლოიალურია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო მსოფლიო ასამბლეას ჩვენ იმისთვის ვმართავდით, რომ საერთაშორისო პარლამენტარებისთვის გაგვეცნო საქართველოს პოლიტიკური კულტურა, ქართული სტუმართმოყვარეობა, საქართველოსვე თხოვნით, გავემყარებინა ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტი. ხოლო, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ემსახურებოდა საქართველოს იზოლაციას და ამ ქვეყნის, როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის დისკრედიტაციას. ჩვენ არასოდეს ჩავრეულვართ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.  

დარწმუნებული ვარ, რუსეთი სრულიად გულგრილია სახელმწიფო გადატრიალებაში  მონაწილეთა წინააღმდეგ შიდა გამოძიებების მიმართ. საქართველომ თავად უნდა გაამყაროს საკუთარი დემოკრატია. რუსეთი დაინტერესებულია მხოლოდ სრულმასშტაბიანი დიპლომატიური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით, საქართველოსთან!

ნაცები ყოველ ნეგატივს თქვენს პიროვნებასთან აკავშირებენ, თქვენგან „მტრის ხატს“ ქმნიან. არსებობს მიზეზი, რის გამოც შეიძლება საქართველო გეჯავრებოდეთ?

 

-  ბავშვობის წლები თბილისში გავატარე. მე არა, მაგრამ ჩემი უფროსი ძმა თბილისშია დაბადებული. სკოლაში შესვლამდე პავლოვზე (ახლანდელი ყაზბეგის გამზირი), პურის ქარხანასთან ახლოს, ბებიას  და ბაბუას სახლში ვცხოვრობდი, შემდეგ კი, ყოველ არდადეგებზე მათთან ჩამოვდიოდი. ახლაც მახსოვს პურის ქარხანაში ნაყიდი ცხელი ლავაშის მაცდუნებელი სურნელი, რის გამოც გზაში შემომეჭმებოდა ხოლმე. არ ვაჭარბებ - საქართველოს მიმართ ნოსტალგია მაქვს და სადაც ნოსტალგიაა, უკვე ქვეყანა საკუთარ სამშობლოდაც მიგაჩნია!  განსაკუთრებით ბედნიერი იყო 70-იანი და 80-იანი წლების საქართველო, განთქმული თავისი  სტუმართმოყვარეობით, შთამბეჭდავი კულტურით და კეთილგანწყობილი მრავალეროვნული ურთიერთობებით. ჩემი ბავშვობა სწორედ ამ პერიოდის თბილისს უკავშირდება. ბაბუას დავყავდი ვაკის პარკში, ლისის ტბაზე. ერთად დავდიოდით ბაზარშიც. ჩემთვის განსაკუთრებული სიმბოლოა ქართლის დედა, რომელშიც ქართული ხასიათია გადმოცემული - მოყვარესთან მოყვრული, ხოლო მტერთან - მტრული დამოკიდებულებით! ბავშვობიდან კარგად ვიცნობ საქართველოს გმირულ ისტორიას, რომელიც იმავდროულად, მართლმადიდებლობისთვის თავის დადების უამრავი მაგალითით არის გაჯერებული. მარტო ერთ დღეს, საქართველომ ზეციურ დასს 100 ათასი წმიდა მოწამე შემატა, რომლებმაც სიკვდილი არჩიეს ღვთისმშობლის ხატზე ფეხის დაბიჯებას! საქართველო ხომ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ჩემს ოჯახშიც ინახება ივერიის ღვთიმშობლის ხატის ასლი, ხოლო როცა ათონის მთაზე მივემგზავრები, ივერთა მონასტერს აუცილებლად ვსტუმრობ, რათა ხატის დედანი მოვილოცო!   

 

-  ხმა დადის, რომ აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ იბრძოდით. ეს სიმართლეა?

 

-  მტკნარი სიცრუეა! არამც თუ არასოდეს მიომია, აფხაზეთის „აღიარების“ შემდეგ იქ არც კი ჩავსულვარ! ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში უამრავ ცხელ წერტილში (სირია, კოსოვო, დნესტრისპირეთი...) მომიწია მოღვაწეობა, მაგრამ არა აფხაზეთში! საბრძოლო მოქმედებებში არსად და არასოდეს ჩავრეულვარ. სირცხვილია, როცა ოპოზიცია ასეთ სიყალბეზე აგებს პოლიტიკას. საკუთარ სიტყვაზე პასუხი ყველამ უნდა აგოს. იცრუე? კეთილი ინებე და, ბოდიშიც მოიხადე! ჩემთვის ხომ, ქართველი - ვაჟკაცობის, ზნეობის და მაღალი ინტელექტის ეტალონია. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან საქართველოსთან მიმართებაში განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, აუტანელია, როცა სიძულვილს მწამებენ!

 

 ქართულ ენაზე საუბარი შეგიძლიათ?

 

-  ბავშვობაში ქართულად კარგად ვლაპარაკობდი. ახლა გამიჭირდება, თუმცა, სხვისი  საუბრიდან შინაარსის გამოტანას მოვახერხებ.   

 

-   როდიდან იღებს სათავეს საქართველოში 'მტრის ხატად' თქვენი გამოცხადება?

 

- თბილისში მოსკოვის და თბილისის დინამოებს შორის საფეხბურთო ამხანაგურ მატჩს დავესწარი.  ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და სააკაშვილს მალე თანამდებობის დატოვება უწევდა. მახსოვს, ტრიბუნებზე საუკეთესო ტოლერანტული და მეგობრული განწყობა სუფევდა. თბილისიდან გამოვემგზავრე თუ არა, სააკაშვილმა განცხადება გააკეთა - გავრილოვი უნდა დაგვეპატიმრებინაო! სიძულვილს არასოდეს არ მოაქვს დადებითი შედეგი.      

საქართველო იმსახურებს ბედნიერ მომავალს, ამ ქვეყანას არ ეკადრება, რომ მისი შვილები ლუკმა-პურის მოსაპოვებლად უცხოეთში გაუსაძლის პირობებში შრომობდნენ. რუსეთშიც უამრავი ქართველია დასაქმებული და სხვათაშორის, ადგილობრივებს იქ მცხოვრებ ქართველობასთან საუკეთესო დამოკიდებულებები აკავშირებთ.   

 

 შემთხვევითობაა, რომ თქვენ იქეცით საბაბად, რამდენჯერაც სააკაშვილის მომხრეებმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა დააპირეს?  

 

- საფრთხის არანაირი საფუძველი არ ილანდებოდა, როცა 2019 წლის ივნისში საქართველოში ჩამოვედი. ეს ხომ, რუსი დეპუტატის, გავრილოვის ვიზიტი კი არა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო მსოფლიო ასამბლეის ფორუმი იყო, რომლის პრეზიდენტიც გახლავართ! სხვათაშორის, ასამბლეაში ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებიც შედიან. საქართველო მანამდე 2 წლის განმავლობაში ითხოვდა, ასამბლეის ფორუმი თბილისში გამართულიყო, რადგან ამ ფორუმს სხვა დატვირთვაც ჰქონდა -  მსოფლიოს წინაშე საქართველო ტურიზმისთვის საინტერესო ქვეყნის ამპლუაში უნდა წარმოეჩინა, ამიტომ საქართველოში მეუღლეებთან ერთად მიგვიწვიეს, რითაც უხიფათო გარემოზე დამატებით მიგვანიშნეს. საქართველოს ხელისუფლებამ გულთბილად მიგვიღო. იმის მიუხედავად, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გოგონამ მკითხა - ვმონაწილეობდი თუ არა აფხაზეთის ომში? - ამ კითხვისთვის მაშინ მნიშვნელობა არ მიმინიჭებია. ფორუმის დასრულების შემდეგ საზეიმო შეხვედრები, ტურიზმის თვალსაზრისით საინტერესო საქართველოს რეგიონების და არქიტექტურული ძეგლების მონახულება იგეგმებოდა, 3 დღიანი გეგმა იყო გაწერილი, რომელიც ასამბლეამ თავისი ბიუჯეტიდან დააფინანსა.

 

-   საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელზე თავად დაბრძანდით თუ ვინმემ მიგიწვიათ იმ ადგილის დასაკავებლად?

 

- ვფიქრობ, ადგილი ჰქონდა შეთქმულებას. ოპოზიციამ იცოდა რა, დღის წესრიგის შესახებ, საზღვარგარეთელ მფარველებთან შეთანხმებით, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცადა. მანამდე არანაირ აგრესიას და მუქარას ადგილი არ ჰქონია! დილით პარლამენტში სტუმართმოყვრულად დაგვხვდნენ. მუშაობას შევუდექით. პარლამენტის აპარატის წევრებმა მე, როგორც ასამბლეის პრეზიდენტი და საბერძნეთის წარმომადგენელი - პრეზიდიუმში განლაგებული სავარძლების დაკავება გვთხოვეს. ეს სრულიად ჩვეულებრივი ჟესტი იყო. როცა ფორუმი ლიბანში და ათენში იმართებოდა, როგორც სხდომის წამყვანს, იქაც სპიკერის ადგილის დაკავება მომიწია. 40 წუთის განმავლობაში სხდომა მშვიდად მიმდინარეობდა. შესვენების დროს სხდომის დარბაზს მიღმა აფრიკული ქვეყნების პარლამენტთა წარმომადგენლებს შევხვდით. ზუსტად ამ მომენტში, დარბაზში რადიკალები ყვირილით შემოიჭრნენ. დაცვის ქართველი წევრებისგან განსხვავებით, დელეგატები ვერ გავერკვიეთ, რა ხდებოდა. მათ კარების დარაზვა შეძლეს, მერე კი, სასწრაფო ევაკუაცია შემოგვთავაზეს. გადაგვიყვანეს სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ და ფორუმის გაგრძელებას იქვე ვაპირებდით. ქართველი პარლამენტარები მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდნენ.ზოგიერთმა ჩვენი დაცვაც სცადა, მაგრამ ამასობაში, ქალაქში დემონსტრანტების კარგად ორგანიზებული კოლონები გამოჩნდნენ, რომლებმაც სასტუმროს ბლოკირება მოახდინეს. ამ ფონზე ტელევიზიით სააკაშვილი გამოდიოდა, მომიტინგეებს სასტუმროს, პოლიციის შენობების და პარლამენტის დაკავებისკენ მოუწოდებდა. აშკარად ჩანდა, რომ დემონსტრანტები, რომელთა შორის ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ინსტრუქტორებიც იმყოფებოდნენ - წინასწარ იყვნენ აღჭურვილნი და აგრესიული ქმედებებისთვის მომზადებულნი, რადგან ნახევარ საათში ექსპრომტად  ვერავინ მოახერხებდა მსგავს მობილიზაციას. მივხვდით, რომ ასამბლეის ფორუმი საბაბად გამოიყენეს და სახეზე იყო სახელმწიფო გადატრიალების კლასიკური მცდელობა! ისმოდა ანტირუსული ისტერიული ლოზუნგები, არადა, ფორუმის დელეგატთა შორის ჩვენს შორის რუსი ეროვნების მხოლოდ თითოოროლა წარმომადგენელი იყო. უშიშროების მუშაკებმა სასწრაფოდ მიიღეს ფორუმის მონაწილეების თბილისიდან გარიდების გადაწყვეტილება.

 

-  გადატრიალების მორიგი მცდელობაც თქვენს სახელს, თქვენს სატელევიზიო ინტერვიუს უკავშრდება. ამჯერად რა მოხდა?

 

- სამწუხაროდ, ჩემი პოზიცია გაამრუდეს. ამიერიდან, ქართულ ოპოზიციურ ტელეარხებს ინტერვიუს აღარ მივცემ. როგორც ჩანს,  ოპოზიციური არხებიც იმგვარადვე არიან სიცრუით ნასაზრდოებნი, როგორც  ის პოლიტიკოსები, ვისაც ეს მედიასაშუალებები ემსახურებიან.  პროვოკაცია მომიწყვეს! საერთოდ არ ვიცნობ ნიკა მელიას, მას დაპატიმრებას არ ვუსურვებ. არც საქართველოს ხელისუფლებასთან ვარ დაახლოვებული, როგორც ამას ქართული ოპოზიცია ურცხვად გაიძახის. არანაირი კავშირი არ მაქვს ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მელიას დაპატიმრების ჩათვლით... ჩემი ერთადერთი სურვილია, ჩემი გვარით მანიპულირებას და ქართველი ხალხის მოტყუებას თავი დაანებონ, გავრილოვისგან „საქართველოს მტრის ხატის“ ძერწვა შეწყვიტონ! გავრილოვი საქართველოს მტერი კი არა, მოყვარეა! გავრილოვს არასოდეს უმოქმედია საქართველოს და მისი ხალხის წინააღმდეგ!

 

- რადგან თავი საქართველოს მოყვარედ მიგაჩნიათ, მინდა, თითოეული ქართველისთვის მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვათ - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას როგორ უყურებთ?

 

-  რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ამჟამად მართლაც სერიოზული კრიზისია, რაც, სამწუხაროდ, ბატონი სააკაშვილის ცნობილმა ინიციატივებმა განაპირობა. მე არც რუსეთის მთავრობის და არც მმართველი პარტიის წევრი არ გახლავართ, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გამო პასუხისმგებლობა ვიტვირთო, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი სააკაშვილის ამ მავნე ინიციატივებამდე  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა! სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რათა ქართველი ხალხი რუსებთან, მათ კულტურასთან და ენასთან დაეპირისპირებინა, უნდობლობა გაეღვივებინა, ურთიერთობები ჩიხში შეეყვანა. ამჟამად, სხვა მოცემულობის წინაშე სწორედ ამის გამო აღმოვჩნდით, თუმცა, მიმაჩნია, რომ ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის ნდობის ატმოსფეროს აღდგენის შემთხვევაში შესაძლოა, ეს მოცემულობაც  შეიცვალოს. ამ მიზნით აუცილებელია სახალხო დიპლომატიის და ერთობლივი მსხვილი ეკონომიკური პროექტების ამოქმედება. ეს სწრაფად ვერ მოხდება, მაგრამ, მშვიდობიანი გზის ალტერნატივა არ არსებობს. ვფიქრობ, ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევას მნიშვნელოვნად დააჩქარებს რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების და მიმოსვლის უვიზო რეჟიმის აღდგენა. თუ ამოქმედდება ბიზნესი, თუ ქართველი და რუსი ახალგაზრდობა ერთმანეთს დაუახლოვდება, მართლმადიდებელი მომლოცველები თუ წმიდა ადგილებს შეუფერხებლად მოინახულებენ, თუ მოეწყობა გზები და კომუნიკაციები - ეს სერიოზულ ბიძგი აღმოჩნდება ქართველი ხალხისთვის არასასურველი რეალობის შესაცვლელად.    

 

  Сергей Гаврилов: Прекратите манипулировать моей фамилией и обманывать грузинский народ, прекратите лепить из Гаврилова 'Икону врага Грузии'!

 

 

Его приезд в Грузию 2 года назад и сидение в кресле парламента чуть было не привело к государственному перевороту. Даже сейчас объявление нацистами новой революции снова связано с его именем. Давно хотел записать интервью с этим депутатом Госдумы России. Я хотел спросить, а нацисты сознательно дают повод для действий?

 

Было 11 часов ночи, когда мне на телефон позвонили из России. - Ты слышишь меня! - ответил я по-грузински. - Привет, Заза! - Собеседник обратился ко мне ласково и очень удивился, когда раскрыл свою личность.

Не буду раскрывать, как и с чьей помощью я вышел на связь. Мы долго разговаривали ... Я не стану обращать к читателю свое личное впечатление о высокопоставленном российском политическом деятеле, которого нацисты охарактеризовали как 'образ врага', я постараюсь передать его позиция объективно и тогда, читатели, судите сами ...

 

 - Здравствуйте, Заза, мы женаты на Сергея Гаврилова. Я хочу взять у тебя интервью! - Депутат Госдумы РФ, председатель комитета Госдумы по гражданскому обществу, гражданским и религиозным объединениям, президент Межпарламентской Ассамблеи мира Православия заговорили со мной напрямую такими словами:

 

 - Грузинское телевидение 'Пирвели' показало сюжет, в котором слово было отрезано, а моя позиция искажена! Я ни при каких обстоятельствах не просил арестовать депутата Ники Мелиа и не питаю к нему зла. Я говорил только о том, что уважающий себя политик должен извиниться перед депутатами Межпарламентской Ассамблеи мира Православия за ситуацию, которая произошла в Грузии в июне 2019 года. Грузинская медиа-компания, которая попросила меня прокомментировать отмену депутатской неприкосновенности Парламентом Ники Мелиа - я ответил, что не знаю господина Мелиа и уверен, что позиция прокуратуры по отношению к Мелиа не имеет отношения к моему присутствие в Грузии в 2019 году. Атака на тот момент была нужна только для реальной цели - для организации государственного переворота.

 Тем не менее, у меня нет ни малейшей обиды на Мелию, но если он считает себя настоящим политиком, он должен извиниться - он не может строить свою карьеру на лжи. У меня никогда не было враждебного и агрессивного отношения к Грузии, как он утверждает. Напротив, моя позиция крайне лояльна. Мы возглавили Межпарламентскую всемирную ассамблею православия, чтобы познакомить международных парламентариев с политической культурой Грузии, грузинским гостеприимством, по просьбе Грузии, для установления международного авторитета страны. Попытка государственного переворота привела к изоляции Грузии и дискредитации страны как надежного международного партнера. Мы никогда не вмешивались в происходящие в Грузии политические процессы.

Убежден, что Россия совершенно безразлична к внутренним расследованиям в отношении участников переворота. Сама Грузия должна установить свою собственную демократию. Россия заинтересована только в восстановлении полноценных дипломатических и торгово-экономических отношений с Грузией!

- Нацисты связывают каждый негатив с вашей личностью, они делают вас 'иконой врага'. Есть ли причина, по которой вы могли пересечь Грузию?

 

- Я провел детство в Тбилиси. Не я, а мой старший брат родился в Тбилиси. До школы я жил в доме бабушки и дедушки на Павлове (ныне проспект Казбеги), недалеко от пекарни, а потом ездил с ними на все каникулы. До сих пор помню соблазнительный запах горячего лаваша, купленного в пекарне, который заставил съесть его по дороге. Я не преувеличиваю - у меня ностальгия по Грузии и там, где есть ностальгия, вы уже считаете эту страну своей родиной! Особенно счастливой была Грузия 70-х и 80-х годов, славившаяся своим гостеприимством, впечатляющей культурой и дружескими многонациональными отношениями. Мое детство связано с Тбилиси этого периода. Я взял дедушку в парк Ваке на озере Лиси. Мы тоже вместе ходили на рынок. Для меня особенным символом является мать Картли, в которой передан грузинский характер - любящий любовника и враждебный к врагу! Я с детства знаком с героической историей Грузии, которая в то же время насыщена множеством примеров преданности Православию. Только за один день Грузия добавила к небесному телу 100 тысяч святых мучеников, избравших смерть наступить на икону Девы Марии! Ведь Грузия - это страна, разделенная Богородицей. В моей семье также хранится копия иконы Богородицы Иверийской, и когда я еду на Афон, я обязательно посещаю монастырь Иверта, чтобы помолиться оригиналу иконы!

 

- Ходят слухи, что вы воевали против грузин в Абхазии. это правда?

- Это чистая ложь! Даже если я никогда не был в Майами, я даже не был там после «признания» Абхазии! В рамках гуманитарной миссии мне приходилось работать во многих горячих точках (Сирия, Косово, Приднестровье ...), но только не в Абхазии! Я никогда и никогда не участвовал в боевых действиях. Обидно, когда оппозиция строит политику на такой лжи. Каждый должен отвечать за свои слова. Ты солгал Будьте добры и извинитесь! Для меня грузин - образец мужества, нравственности и высокого интеллекта. Особо люблю Грузию из бывших советских республик, невыносимо, когда верят в ненависть!

 

- Ты говоришь по-грузински?

 

- В детстве я хорошо говорила по-грузински. Однако теперь мне будет сложно извлекать контент из чужого разговора.

 

- Когда возникло ваше провозглашение 'иконы врага' в Грузии?

 

- Я был на товарищеском футбольном матче между московским и тбилисским «Динамо» в Тбилиси. Это период, когда в Грузии сменилось правительство и Саакашвили вскоре ушел в отставку. Помню, на трибунах царило самое терпимое и дружелюбное настроение. Уезжал я из Тбилиси или нет, но Саакашвили сделал заявление - Гаврилова следовало арестовать! Ненависть никогда не приносит положительных результатов.

Грузия заслуживает счастливого будущего, эта страна не заслуживает того, чтобы ее дети работали за границей в невыносимых условиях, чтобы заработать себе на жизнь. В России также работает много грузин, и, кстати, у местных жителей самые лучшие отношения с проживающими там грузинами.

 

- То, что вы использовали в качестве предлога для оправдания, - это совпадение, сколько раз сторонники Саакашвили обещали государственный переворот?

 

- Когда я прибыл в Грузию в июне 2019 года, оснований для опасности не было. Это был не визит российского депутата Гаврилова, а форум Межпарламентской Всемирной Ассамблеи Православия, президентом которой он является! Кстати, в ассамблею входят также представители стран-членов НАТО. Грузия два года просила, чтобы Форум Ассамблеи был проведен в Тбилиси, потому что у этого форума была другая нагрузка - Грузия должна была быть представлена миру как интересная для туризма страна, поэтому мы были приглашены в Грузию с нашими супругами, добавив в безопасную среду. Правительство Грузии тепло нас встретило. Хотя одна из девушек-журналистов меня спросила - участвовала ли я в войне в Абхазии? - Тогда я не придал значения этому вопросу. После форума были запланированы торжественные встречи, посещение регионов Грузии и архитектурных памятников, интересных с точки зрения туризма, составлен трехдневный план, который ассамблея профинансировала из своего бюджета.

 

- Вы сидели в кресле спикера парламента Грузии или вас кто-то приглашал на это место?

 

- Думаю, был заговор. Зная, что стоит на повестке дня, оппозиция по согласованию с иностранными покровителями попыталась организовать переворот. Раньше не было агрессии и угроз! Утром нас встречали в парламенте. Мы начали работать. Члены парламента попросили меня, как председателя Ассамблеи и представителя Греции, занять места в президиуме. Это был совершенно нормальный жест. Когда форум проходил в Ливане и Афинах в качестве председателя сессии, мне пришлось занять место спикера и там. Сеанс продолжался спокойно 40 минут. В перерыве мы встречались с представителями парламентов африканских стран за пределами зала. В этот момент радикалы с воплями ворвались в зал. В отличие от грузинских гвардейцев, делегаты не смогли выяснить, что происходит. Они смогли открыть двери и предложили нам экстренную эвакуацию. Нас отвезли в отель Radisson Blu Iveria, и мы собирались там продолжить форум. Грузинские парламентарии такого развития событий не ожидали, некоторые даже пытались нас защитить, но тем временем в городе появились хорошо организованные колонны протестующих, которые блокировали гостиницу. На этом фоне Саакашвили выступил по телевидению и призвал протестующих захватить гостиницу, здания полиции и парламент. Было ясно, что демонстранты, включая англоговорящих инструкторов, были заранее экипированы и подготовлены к агрессивным действиям, так как никто не сможет мобилизоваться импровизированно за полчаса. Мы поняли, что Форум Ассамблеи использовался в качестве предлога и был перед лицом классической попытки государственного переворота! Раздались антироссийские истерические лозунги, но среди делегатов форума был только один из российских делегатов. Силовики немедленно приняли решение о высылке участников форума из Тбилиси.

 

- Очередная попытка государственного переворота будет связана с вашим именем, с вашим телеинтервью. Что случилось на этот раз?

 

- К сожалению, моя позиция была искажена. Отныне я не буду давать интервью грузинским оппозиционным телеканалам. Похоже, что оппозиционные каналы пресытились ложью точно так же, как и политики, которых обслуживают эти СМИ. Меня спровоцировали! Я вообще не знаю Ника Мелиа, я не хочу, чтобы его арестовали. Я тоже не близок к грузинскому правительству, как беззастенчиво назовет это грузинская оппозиция. Я не имею отношения ни к какому решению правительства, в том числе к аресту Мелиа ... Мое единственное желание - перестать манипулировать своей фамилией и обманывать грузинский народ, перестать лепить «икону врага Грузии» из Гаврилова. ! Гаврилов не враг Грузии, он любовник! Гаврилов никогда не выступал против Грузии и ее народа!

 

- Поскольку вы считаете себя любителем Грузии, я хочу задать вам важный для каждого грузина вопрос - как вы видите перспективу восстановления территориальной целостности Грузии?

 

- Сейчас в российско-грузинских отношениях действительно серьезный кризис, который, к сожалению, был обусловлен известными инициативами господина Саакашвили. Я не являюсь членом ни правительства России, ни правящей партии, чтобы взять на себя ответственность за признание «независимости» Абхазии и Южной Осетии, но дело в том, что Россия признала территориальную целостность Грузии еще до вредных инициатив Саакашвили! Саакашвили приложил все усилия, чтобы противостоять грузинскому народу и русским, их культуре и языку, вызвать недоверие и поставить отношения в тупик. В настоящее время мы сталкиваемся с другой ситуацией из-за этого, однако я считаю, что если атмосфера доверия между грузинским, абхазским и осетинским народами будет восстановлена, эта ситуация может измениться. Для этого необходимо запустить публичную дипломатию и крупные совместные экономические проекты. Быстро это произойти не может, но альтернативы мирному пути нет. Думаю, что восстановление дипломатических отношений и безвизового режима между Россией и Грузией значительно ускорит достижение этой благородной цели. Если бизнес будет запущен, если грузинская и российская молодежь сблизится, если православные паломники или святые места беспрепятственно посещают, если будут проложены дороги и коммуникации - это будет серьезным толчком к изменению нежелательной реальности для грузинского народа!

 Беседовал Заза Давитая