Feedback

ზაზა ჯაფარიძე: ბარსელონას ოლიმპიური თამაშები და საქართველო – საუკუნის დიპლომატიური კურიოზი (ავტორის სტილი დაცულია)

  /   ნანახია 387 ჯერ

ზაზა ჯაფარიძე: ბარსელონას ოლიმპიური თამაშები და საქართველო – საუკუნის დიპლომატიური კურიოზი (ავტორის სტილი დაცულია)


ზაზა ჯაფარიძე,

2003 წ.

 

ბარსელონას ოლიმპიურ თამა­შებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სახით საქართველოს მონაწილეობა – უფრო სწორად კი – მცდელობა მო­ნაწილეობისა, იმდენად არაორდინა­ლურსა და მსოფლიო სტრუქტუ­რუ­ლი წესრიგიდან ამოვარდნილი მე­თო­დით მოხდა, რომ მისი განხილვა და ჯეროვანი გაგება ყოვლად შე­უძ­ლებელია – ამავე მსოფლიო სტრუქ­ტურულ წესრიგში საქართველოს ადგილის გამოყოფისა, თუ დამკ­ვი­დ­რების პროცესის ფუნდამენ­ტალუ­რად გააზრებისა და გაანალიზების გა­რეშე.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, სა­ერთაშორისო ოლიმპიურ კომი­ტეტში (სოკ-ში) გაუწევრებელი სა­ქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ-ის) მესვეურებმა მოახერხეს და იმდენად სწორი და კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბეს სოკ-თან, იმდენად დიდი კეთილგან­წყობა და სწორი საორგანიზაციო პო­ზიცია მოიპოვეს, რომ სოკ-ში სა­ქარ­თველოს არავითარი პრობლემა აღარ შეხვდებოდა. ჩვენი ოლიმპიური პრობლემის სრული ასი პროცენტი მდებარეობდა გაერო-ში, სადაც ასევე კარგად ჩამოყალიბებული საქართვე­ლოს პოზიცია სპეციალურად და მიზანმიმართულად იქნა განადგუ­რე­ბული და ამ განადგურებაში სატა­ნური გენიის იმხელა სიმძლავრე ჩა­იდო, როგორი შემთხვევებიც ალბათ კაცობრიობის ისტორიაში ცალი ხე­ლის თითებზე თუ ჩამოითვლება. ამ საკაცობრიო პრეცენდენტს ჯერ­ჯე­რობით თვალსა და ყურს არიდებს მთელი მსოფლიო და მას (პრეცენ­დენტს) ჯერჯერობით არც გაერო–ს მიერ და არც სხვა, რომელსამე დო­ნეზე არ მისცემია ჯეროვანი შეფა­სება. ჩვენ კი, საქართველოს – მიზან­მიმართულად და მკვეთრად გა­მოვ­ლენილი სახელმწიფო ნების შემთხ­ვევაში შეგვიძლია, რომ ამ „შეფა­სებისათვის“ საჭირო კვლევა-ძიება და შესწავლა-გაანალიზება დავი­წ­ყოთ, სერიოზულ ფაზაში შევიყვა­ნოთ იგი და ვაიძულოთ „წაყრუების რეჟიმში“ მყოფი მსოფლიო თანამე­გობრობა – ჩაერთოს ამ კვლევაში, რა­თა ბოლომდე მივიყვანოთ იგი, შე­ფასება მივცეთ მას და აღმოვფხვრათ მსოფლიო წესრიგის მოშლის პირ­ველი მცდელობის პრეცენდენტი, რომელსაც ახლა უკვე ხილულ სახეში მეორე, მესამე და კიდევ არაერთი მცდელობაც მოჰყვა. ეს პროცესი არც გაჩერდება, თუ კი მისი სათავე არ გაიშიფრა. სათავე კი საქართველოში, სახელდობრ კი – ედუარდ შევარდ­ნაძის კუბოშია.

* * *

საბჭოთა კავშირის დაშლისა და შედეგად თხუთმეტი დამოუკი­დე­ბე­ლი ქვეყნის, სუვერენული სახელმ­წიფოს წარმოქმნის გადამწყვეტი დოკუმენტი, რომელსაც გაერო და­ეყრდნო, არის სსრ კავშირის უმაღ­ლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 22 დეკემბრიდან – 23 დეკემბ­რა­მდე გადამსვლელი ღამის 0300 საათზე მიღებული დადგენილება, რომელსაც საიდუმლო გრიფი ადევს. საკითხავია, თუ რატომ ადევს მას საიდუმლო გრიფი, როდესაც ეს დო­კუმენტი თავისი შინაარსობრივი მნი­შვნელობითა და აგებულებით – კონ­ს­ტიტუციასავით ღია და გამჭვირვა­ლეა. საიდუმლო გრიფის მიზეზი ერთადერთია და ის შემდეგში მდგო­მარეობს:

დადგენილების პირველი სამი პუნ­ქტიდან, პირველივე პუნქტი გა­ნეკუთვნება მხოლოდ საქართველოს და დაწვრილებით აღწერს, თუ რო­გორ მივიდა საქართველო დამოუ­კი­დებლობამდე. დაწვრილებით არის აღწერილი, რომ საქართველოს და­მოუკიდებლობის საფუძვლად მიღე­ბუ­ლი, უკლებლივ ყველა დოკუმენ­ტი – ჯერ კიდევ მიღებამდე, გაერო–ში იქნა განხილული, მოწონებული, რეკომენდებული და შემდეგ კი უკვე – ოფიციალურად ლიცენზირებული. გაერო-ს წარმომადგენელთა ეგიდით მსოფლიოს დამკვირვებელთა ჯგუ­ფე­ბიც ოფიციალურად მონაწილე­ობდ­ნენ ლიცენზირების ფორმატით და ყოველი მათგანის ჩატარებისა და მიღების შემდეგაც, იმავე გაერო-ს სამსახურებისა და დარგობრივი კო­მისარიატების მიერ იქნა შეფასე­ბუ­ლი, როგორც ლიცენზიის შესრუ­ლე­ბის სრული ასი პროცენტით მოპა­სუხე დოკუმენტი. ეს დოკუმენტები გახლავთ:

1)    კანონი „მრავალპარტიული არ­ჩევნების შესახებ“, რომელიც „მრგვალი მაგიდის“ მიერ იქნა მომზადებული, მიწოდებული გა­ერო-სადმი და მისი პასუხის შემ­დეგ წარდგენილი – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდი­უმში;

2)    საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენი­ლება „საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნების ჩატარების შესახებ, რომელიც აგრეთვე „მრგვალი მაგიდის“ მიერ იქნა ინიცირებული;

3)    საქართველოში პირველი მრა­ვალ­პარტიული არჩევნების ჩატარების შედეგების შეჯამების შესახებ – დასკვნითი საოქმო დადგენილება;

4)   საქართველოს კანონი „საქართ­ვე­ლოს სახელმწიფოებრივი დამოუ­კიდებლობის აღდგენის თაობაზე სრულიად ეროვნული რეფე­რენდუმის შესახებ“.

5)    რეფერენდუმის ჩატარების შე­დე­გების შეჯამების შესახებ – დასკვ­ნითი საოქმო დადგენილება;

6)    „საქართველოს სახელმწი­ფოებ­რივი დამოუკიდებლობის აღდ­გენის დეკლარაცია“ – „და­მოუ­კიდებლობის აქტი“.

7)   კანონი „საქართველოს პრეზი­დენტის ინსტიტუტის შესახებ“.

8)    საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება „საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ“;

9)    საქართველოს რესპუბლიკის უზე­ნაესი საბჭოს დადგენილება „დრო­ე­ბითი ვადით საქართველოს პრეზიდენტად ზვიად გამსა­ხურდიას არჩევის შესახებ“.

10) საქართველოს პრეზიდენტის სრუ­ლიად ეროვნული საყოველ­თაო სახალხო არჩევნების ჩატა­რების შედეგების შეჯამების შე­სა­ხებ – დასკვნითი საოქმო დადგე­ნი­ლება;

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ხსენებული დადგე­ნი­ლების ხსენებული პირველი პუნ­ქ­ტის, რომელიც მხოლოდ საქართვე­ლოს ეძღვნება – საფუძვლად მოყ­ვა­ნილია ზემოთ ჩამოთვლილი ათივე დოკუმენტი, ათსავე მათგანს მუქი შრიფტით მიწერილი აქვს ერთი და იგივე განმარტება – „აღიარებულია გაეროს მიერ“; ანუ „მრგვალი მა­გიდის“ ინიციატივით გაერო-ს ეგ­ზომმა აქტივაციამ განაპირობა ის, რომ ვერ იქნა წამოწყებული პოლიტ­ბიუროს კულუარული გეგმა, ჯერ კიდევ სსრკ-ს შიგნით  საქართველოს ოთხ რესპუბლიკად დაშლისა, რომე­ლიც ანდრეი სახაროვის პირით იქნა გაჟღერებული:  „МАЛАЯ ИМПЕРИЯ ПО ЗАМЫСЛУ СТАЛИНА“. ათივე მათგანზე მკვეთრად არის კომენტი­რება ფორმულირებული, რომ დო­კუმენტი მომზადებული და ინიცი­რებულია პოლიტიკური პარტია „მრგვალი მაგიდის“ მიერ. ანუ, დად­გენილება დაწვრილებით ასაბუთებს და აღიარებს იმ რეალობას, რომ სა­ქართველოს ტერიტორიული მთლი­ა­ნობის დაცვა, ყველაზე უფრო რთულ­სა და დაცვითი სისტემების არ არსებობის პერიოდში – სწორედაც რომ, ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მო­სვლამდე, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი „მრგვალი მაგიდის“, უაღ­რესად სწორმა და სერიოზულმა სა­ხელმწიფოებრივმა მუშა-პოლიტიკამ შეძლო. დოკუმენტი არის უაღრესად მაღალკვალიფიციურად, უაღრესად ობიექტურად, ყოველმხრივ ამომწუ­რავად და ცალსახად, არაორაზრო­ვანი სტილოგრამატული სამარ­თ­ლე­ბრივი დიპლომატიკის ენით შედ­გე­ნილი. ცხადია, რომ მის შემდგენლებს მთელი სიგრძე-სიგანითა და სრული სიღრმით ესმოდათ, რომ ამ დოკუ­მენტით ისტორიის ერთ სერიოზულ წიგნს ხურავდნენ, რაც სათავეს და­უდებდა ისტორიის ახალი წიგნის დასაწყისსა და მსოფლიოს გარ­კვე­ულ­წილად შეცვლას.

დადგენილების მეორე პუნქტი ეძღვნება ბალტიისპირეთის სამ რეს­პუბლიკას. სარედაქციო ფართობით ის პირველი პუნქტის დაახლოებით ერთი მეოთხედია და საფუძვლად მოტანილია ერთად ერთი დოკუ­მენ­ტი – მიხეილ გორბაჩოვსა და ჯორჯ ბუშს შორის კუნძულ მალტაზე გა­ფორმებული ხელშეკრულება, რომე­ლიც „მალტის ხელშეკრულებად“ მოიხსენიება, რომელსაც არაოფი­ცია­ლურ შეხვედრაზე არაოფიციალური დოკუმენტის სტატუსით მოეწერა ხე­ლი და მასზე მიწერილია ასევე მუქი შრიფტით – „რეაგირებისა და კო­მენტარის გარეშე დატოვა გაერო–მ“;

დადგენილების მესამე პუნქტი კი დაახლოებით მეორე პუნქტის ფარ­თობისაა, მოიცავს მთელ დანარჩენ თერთმეტ პოსტსაბჭოთა რესპუბ­ლი­კას, ძალიან ზერელედ აღწერს „ბე­ლოვეჟის ხელშეკრულებასა“ და ალმა-ათას „დსთ-ს დამფუძნებელ აქტს“, საფუძვლადაც ეს ორი დო­კუმენტი მოჰყავს და ასევე მუქი შრიფტით მიწერილი აქვს მეორე პუნქტის განმარტების ზუსტი ასლი – „რეაგირებისა და კომენტარის გარეშე დატოვა გაერო-მ“;

გამოდის, რომ მოცემული დად­გენილებაცა და გაერო–ს უკლებლივ ყველა დოკუმენტიც, ერთხმად აღი­არებენ, რომ საქართველო დანარჩენ თოთხმეტ პოსტსაბჭოთა რესპუბ­ლიკათაგან, ყოველ ნებისმიერ მათ­გან­ზე – ზუსტად ათჯერ (და ეს მხა­ტვრული კი არა მათემატიკური სი­ზუსტის შედარებაა...) უკეთ არის მზად დამოუკიდებლობისათვისა (ზუს­ტად ათი საფუძველი, ათივე ცნობილი გაერო-ს მიერ..., დანარ­ჩენებს კი თითო საფუძველი გაერო–ს მიერი აღიარების გარეშე...) და გა­ერო-ს წევრობისათვის. ამას ემატება ისიც, რომ საქართველო მოითხოვს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებ­ლობის არა „მიღებას“, არამედ – ოკუ­პაციისა და ანექსიის შედეგად და­კარგულის „აღდგენას“, რაც მას 1941 წელს ხელმოწერილი „ატლანტიკური ქარტიის“ მესამე პრინციპითაც (პუნქ­ტითაც) უღიარა მსოფლიომ, რაც გა­ერო-ს შექმნის საფუძველთა საფუ­ძვლადაც იქნა აღიარებული და რასაც სტალინმაც მიზანმიმართულად წა­უყ­რუა.

სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ხსენებული დადგე­ნილება აღიარა გაერო-მ, რასაც მო­ჰყვა ავტომატურ რეჟიმში გაერო-ს უკლებლივ ყველა წევრი-ქვეყნის მიერ – ახლადწარმოქმნილი პოსტ­საბჭოთა თხუთმეტი დამოუკიდე­ბე­ლი ქვეყნის, უკვე თხუთმეტი სუ­ვერენული სახელმწიფოს აღიარება, თუმცა – მიმდინარე დადგენილების საფუძვლების ნაწილში მხოლოდ საქართველოს საფუძვლები (სულ ათი საფუძველი) იქნა აღიარებული გაერო-ს მიერ და თანაც – სრული სიმძლავრით, არც ერთი ხარვეზი არ იქნა მითითებული. ამ დროს კი სა­ქართველოს ეგზომ უმაღლეს დო­ნეზე აღიარებულ, კანონიერ, ეგზომ უმაღლეს დონეზე ლეგიტიმურ – ხალხის სრული მხარდაჭერით მო­სარგებლე, უკვე ბუნკერში მჯდომ ხელისუფლებას თავზე ბომბები აც­ვივა. ხოლო გაერო-ს წევრი – ქვეყ­ნებისაგან საქართველოს დამოუ­კი­დებელ ქვეყნად, სუვერენულ სა­ხელ­მწიფოდ აღიარებათა რიგი კი ღვა­რად მოედინება და საქართველოს მთავრობის წევრები ამ „გამარჯვებას“ ბუნკერში ულოცავენ ერთმანეთს.

ამ დროს კი ნიუ-იორკში მსოფ­ლიოს მერვე საოცრება წარმოებს. თხუთმეტი პოსტსაბჭოთა ქვეყანა სცნო ას სამოცდა თხუთმეტმა გაერო–ს წევრმა – ქვეყანამ. გაერო-ს ქარტიის თანახმად მაშინდელი კვოტირების პრინციპით ას ორმოცდა ხუთი წევრი – ქვეყნის მიერ აღიარებული ახალი სახელმწიფოს ცნობა – არცნობის სა­კითხი აღარ ექვემდებარებოდა გან­ხილ­ვას, რადგანაც განხილვა თეო­რიულად გათვლილია ორ ერთმა­ნეთის საპირისპირო შედეგზე: და­კმაყოფილება, ან – უარის თქმა. გაერო-ს ასორმოცდახუთი  წევრი – ქვეყნის მიერ აღიარებული ახალი სა­ხელმწიფოს – გაერო-ს მიერ აღია­რე­ბაზე კი გაერო მკაცრად არის ვალ­დებული და მას უარის თქმის აღა­რავითარი მექანიზმი აღარ გააჩნია. ეს პრინციპი დღესაც უცვლელია და, სავარაუდოდ, ის ვერც ვერასოდეს ვერ შეიცვლება. შეცვლილია მხო­ლოდ ციფრი. კვოტა – ასორ­მოც­და­ხუთი, შეიცვალა კვოტით – ასსამოცი. რა ხდება ჩვენს შემთხვევაში???.. გაერო იწვევს გენერალურ ასამბლეას, რომელიც ტარდება 1992 წლის 04 იანვარს და განიხილავს (რატომ??? ეს ხომ ყველა მუხლით დაუშვებელი იყო?!?!...) პოსტსაბჭოთა სივრციდან წარმოქმნილი ახალი თხუთმეტი და­მოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობა–არცნობის საკითხს, რომელსაც ესწ­რება ასსამოცდათხუთმეტივე გაერო-ს წევრი-ქვეყანა, ასსამოცდათხუთმე­ტივე ადასტურებს თხუთმეტივე ახა­ლი ქვეყნის, მათს შორის საქართ­ველოსიც – აღიარებას, მაგრამ გაერო-ს უშიშროების საბჭო ამ აღიარებას აკმაყოფილებს თოთხმეტი ქვეყნის ნაწილში და მხოლოდ საქართველოს ნაწილში ადებს ვეტოს, რომელსაც არ ასაბუთებს და არც არავითარ ახსნა-განმარტებას არ გასცემს. ანუ, ბუნკერში  მჯდომი და ცეცხლში გახ­ვეული საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა, სავარაუდოდ ხუთ იან­ვარს ღებულობს გაერო–საგან  შეტ­ყო­ბინებას, რომ: „დაგიჭირე, მკლავი მოგჭერ, რატომ დანარჩენ თოთხმეტ რესპუბლიკაზე ათჯერ უფრო კარ­გად აგიგია, ხოლო გასამრჯელოდ კი ყოველ თითოეულ რესპუბლიკაზე ორჯერ უფრო ნაკლები მოგი­თხო­ვია?!?!...“ რომ საქართველო ჯერჯე­რობით ქვეყანა არ არის. ის გაერო-ს დაფარვის ზონას არ წარმოადგენს. ნებისმიერ ქვეყანას, ან ქვეყანათა ჯგუფს _ შეუძლია საქართველოს ჩაყ­ლაპვა, თუ დანაწილება, რადგანაც ჩამყლაპავ-დამნაწილებლები წი­ნა­ს­წარვე გარანტირებულნი არიან, რომ გაერო-ს პრინციპები ვერ დაიცავენ ქვეყანას, რომელიც  არ არსებობს. ის მხოლოდ დეპოლიტიზებული გეოგ­რა­ფიული ვაკუუმია. არავის არ ჩა­ეთვლება დანაშაულად, ან ოკუპა­ცი­ად – ნაცრად ქცევა ქვეყნისა, რომე­ლიც არ არსებობს. ყოველივე ეს ცოტა მომავალში მოხდა და ეს სხვა ვე­რავითარ შემთხვევაში ვერ მოხდე­ბოდა. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა დაგვემართებოდა – სომხეთი და აზერბაიჯანი, სწორედ ამ დროს ყა­რაბაღისა და ლაჩინ-ლენქორანის ცეცხლით, რომ არ ყოფილიყვნენ ურ­თიერთთავწართმეულნი.  საინტე­რე­სოა, ვის შეიძლებოდა თავში მოსვ­ლოდა ეს საკაცობრიო სატანური მა­რაზმი, რომელსაც გალაქტიკის ის­ტორიაში ანალოგი არ გააჩნია, რომ­ლის შესახებაც ქართველ ერს დღეს­დღეობითაც კი წარმოდგენაც არა აქვს, ხოლო ქართველი ერის დეგე­ნე­რაციასა და დეგრადირებაში დაინტ­ერესებული მსოფლიოს ელიტა მი­ზანმიმართულად ფარავს და აყალ­ბებს მაშინ ჩამოყალიბებულ სურათს, რომელმაც გადაწყვიტა საქართვე­ლოს ყველა შემდგომდროინდელი უბედურება?!?!...

გაერო-ს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი – ქვეყანა, გა­ერო-ს ხუთი დამფუძნებელი, უშიშ­როების საბჭოში მჯდომი ხუთი საგარეო საქმეთა მინისტრი. ყოველი მათგანი სხვადასხვა სახის ვეტოს ინიციატორია და ცდილობს დაი­თან­ხმოს დანარჩენი ოთხი. ვინ არის ამ დროს მათს შორის მჯდომი სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი???... ედუ­არდ შევარდნაძე, რომელიც, დანარ­ჩენ ოთხთან ერთად, სსრ კავშირის დაშლა – გაუქმებას აწერს ხელს და თვითონ კი – ხვალიდან თანამ­დე­ბობის გარეშე უნდა დარჩეს!!!... და­ნარჩენ ოთხთაგან ვერც ერთი ვერ შესძლებს ეგზომ ყველაფრის წი­ნა­აღმდეგ ეგზომ თავაშვებას, რადგანაც ყოველ მათგანს ზურგს უკან უდგას სახელმწიფო, შესაბამისად – პასუხის­მგებლობაცა და შეზღუდვაც. არცერთ მათგანს არც საშუალება არა აქვს ეგ­ზომი თავაშვებისა, არც – დაინ­ტე­რე­სება და არც – სხვა რაიმე მოტივაცია. მხოლოდ „აგია“, რომელსაც ხვა­ლი­დან აღარ უდგას ზურგს უკან სა­ხელმწიფო!!!... „ეიშვი და ითარეშე“ ამბროსიეს არქი-პოლიტ-კვაჭის ვარ­ს­კვლავზე გაჩენილო!!!... ვინ არის იმ ხუთს შორის ყველაზე მეტად და­ინტერესებული საქართველოთი???... ვის შეეძლო ყოფილიყო ინიციატორი საქართველოს მიმართ ამ ყოვლად უსაფუძვლო და ყოვლად დაუშვებელ ვეტოზე???... ვინ დაითანხმა დანარ­ჩენი ოთხი მინისტრი, ამ ყოვლად შე­უძლებელსა და არავისათვის საჭირო ვეტოზე???... თუმცა ვეტოს მხოლოდ ერთი ადებს. დანარჩენებს იური­დი­ულად ისედაც არ შეუძლიათ წი­ნა­აღმდეგობა. მათგან მხოლოდ თანმხ­ვედრი დუმილი და ტაქტიანი უხ­მაუ­რობაა საჭირო. ვინ დაამად­ლი­და?!?!... ვის სჭირდებოდა საქართვე­ლოს პრივატიზება საკუთარ საოჯახო კოოპერატივად???... ვის აჩუქეს, თუ დაუთმეს კოლეგებმა, საპენსიო ასაკ­ში სათარეშოდ – ეს უფლისათვის სა­პენსიო ასაკში საცხოვრებლად გამო­ყოფილი წალკოტი???... ყოველივე ამის „მოსაკვარახჭინებლად“ ვის სჭირდებოდა „მრგვალი მაგიდის“ მიერ ბრწყინვალედ წაყვანილი პრო­ცესი – პოლიტიკურ სირეგვნედ და ერის ღალატად წარმოეჩინა???... ხო­ლო „მრგვალი მაგიდის“ მეთაური კი – პოლიტიკურად უმეცარ და ურა­პატრიოტ პროვინციალად???... ვინ მი­აღწია იმას, რომ მსოფლიოს იმიჯ­მეიკერთა ფარული სიმძლავრეების შედეგად, დღევანდელ საქართველო­შიც კი, ქართველთა დასაშვებ დო­ზაზე შეუდარებლად დიდ რიცხვს – ედუარდ შევარდნაძე ეროვნულ-გამათავისუფლებელი დისიდენტი ჰგონია, ხოლო ზვიად გამსახურდია კი – ლამის, მამათის კომკავშირული უჯრედიდან აღმოცენებული კომ­პარ­ტიის ცეკას მდივანი???... ვინ დაა­ბრმავა ამ დონეზე და ეგზომ ულტ­რათანამედროვე მეთოდური ტექნო­ლოგიებით – ერი და ბერი???... ამ კი­თხვებზე პასუხი მსოფლიოს დიპლო­მატიისა და ისტორიოგრაფიის წამყ­ვან მკვლევართა მუშა ჯგუფმა და მსოფლიოს პოლიტიკურმა გამოძიე­ბამ უნდა მოიკვლიონ. ამაზე ოდესმე ტომეულები დაიწერება, რაშიც მეც, თუნდაც სულ ბოლო ნომრად – სრუ­ლი სიმძლავრით დავიხარჯები. ჩვენ კი ამჯერად იმ საკითხზე გადავი­დეთ, თუ რა რეზონი ჰპოვა საქარ­თ­ველოს ამ ყოვლად წარმოუდგენლად გადასვლამ არ არსებობაში – ბარ­სელონას ოლიმპიურ თამაშებზე და სოკ-ის დიპლომატიურ ნაწილში.

 

* * *

გაერო-მ თავის მიერ აღიარებულ დარგობრივ მსოფლიო სტრუქტუ­რებს (სოკ-ი, ინტერმედია, ინტერ­ფოს­ტი, ინტერსატელაიტი, ვორლ­დინტერპასპორტი, მსოფლიოს მეტე­ო­როლოგიის სამსახური, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჟურნა­ლისტთა მსოფლიო ორგანიზაცია, იუნესკო, წითელი ჯვრისა და წი­თე­ლი ნახევარმთვარის მსოფლიო ფე­დერაცია და სხვა და სხვა...) და­უგ­ზავნა თავისი აღიარება თოთხმეტი ახალწარმოქმნილი ქვეყნის შესახებ და მკვეთრი გამიჯვნა მათგან სა­ქარ­თველოსი, რომელიც ჯერჯერობით მსოფლიოს პოლიტიკურ რუქაზე არ არსებობს და ის მხოლოდ დეპო­ლიტიზებული გეოგრაფიული ვაკუ­უ­მია. სოკ–მა  გაერო–საგან მიიღო თოთხმეტიდან ყოველი თითოეული ახალაღიარებული ქვეყნის სახელ­მ­წიფო კონსტიტუცია, განსაზღვრება სახელმწიფო ენისა, მოქალაქის პას­პორტის დროებითი ბლანკეტი თა­ვისი საკონტროლო მექანიზმებით, დროშა, ჰიმნი, გერბი, გეოშიფრი და სავაჭრო და სამაკლერო ნიშნები. სა­ქართველოს შესახებ კი სოკ-მა გაერო-საგან მიიღო გზავნილი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველივე ზემოჩამოთვლილი საქართველოს არ გააჩნია, რომ საქართველო ჯერჯე­რო­ბით ქვეყანა არ არის, რომ ის გაერო-ს დაფარვის ზონაში არ იმყოფება და მასზე ვერც ერთი ზემოაღნიშნული საერთაშორისო დარგობრივი სტრუქ­ტურა თავის ფარვას ვერ განავრცობს.

უმძიმეს დღეში ჩავარდა სოკ-ის პრეზიდენტი, ესპანეთის სამეფო საბ­ჭოსა და კასტილიო დე ბურბონის სასახლის დარბაზის წევრი, მისი უდიდებულესობა მეფე ხუან კარლოს ბურბონის სამეფო ელიტის წარმო­მადგენელი _ მარკიზ დე ხუან ანტო­ნიო სამარანჩი. მას სსრ კავშირის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვიტალი სმირნოვი­სათვის, რომელიც ამავე დროს სოკ-ის ვიცე-პრეზიდენტიცაა – გაგზავნილი აქვს სტანდარტულისაგან განსხვა­ვე­ბული მოწვევის პაკეტი ბარსელონას ოლიმპიურ თამაშებზე. პაკეტი გუ­ლისხმობს თხუთმეტი რესპუბლიკის გამოცხადებას სსრ კავშირის ეროვ­ნული ოლიმპიურ კომიტეტის სა­მართალმემკივდრედ და უფლება­მონაცვლედ, რომ ვიტალი სმირნოვი ბარსელონაში გაგზავნის თხუთმეტი ქვეყნის თხუთმეტ დელეგაციად და­კვალიფიცირებულ წარმომადგენ­ლობებს – ყოველი თითოეული მათ­განის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო სიმბოლიკითა და ატ­რიბუტიკით. მათ ჩამონათვალში სა­ქართველოც წერია. გარდა ამისა მარ­კიზი სიტყვიერადაც არის ვალდე­ბული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურთა წინაშე, რომელთაც მან მოსკოვში პირობა მისცა, რომ მათი პოზიცია განხორციელებული იქნება. ახლა კი გაერო-მ ყოველგვარი საერთაშორისო კანონმდებლობისა და პოლიტიკური ლოგიკის წინააღმდეგ „საქართველოს არ არსებობა“ გამოაცხადა და თანაც იმ ერთად ერთი მიზეზით, რომ საქართველომ დანარჩენ თოთხმეტ რესპუბლიკაზე ათჯერ უფრო მაღა­ლი და ათჯერ უფრო სერიოზული პოლიტიკური კულტურა გამოავ­ლი­ნა, თუმცა დღემდე სრულიად საწი­ნა­აღმდეგოში კი ვარწმუნებთ ერთ­მა­ნეთს. საქართველო უკვე წელიწადზე მეტია ბარსელონასათვის დამოუკი­დე­ბელი ქვეყნის ამპლუაში ემზადება და ეს ხდება სამარანჩის,  როგორც სიტყვიერი პირობის, ისე მყარად გა­ფორმებული იურიდიული პაკეტის საფუძველზე. ქართველ სპორტს­მე­ნებს უკვე მოპოვებული აქვთ ოლი­მპიადის ლიცენზიები. როგორ იკად­როს, ან როგორ მოახერხოს მეფური სისხლის დიდგვაროვანმა – ქუთაი­სის საბაზრო ბირჟის ხონელი მაკ­ლერის მანევრით – ქვეშიდან გამო­ძრომა???... რა ცინიზმია არა?!?!... მის უდიდებულესობა ესპანელ მარკიზს ეს ყოვლად უღირსი დავალება  გა­ე­რო-დან სწორედაც რომ მამათელმა პოლიტიკურმა თაღლითმა მოუგვა­რა.

კვლავ ამოქმედდნენ სოკ-ში ჯერ კიდევ გაუწევრებელი სეოკ-ის მეს­ვეურები, არაერთხელ დაანამუსეს ეს­პანელი თავადი თავის მიერ გაცე­მულ პირობაზე,  არაერთგზის გამოი­ყენეს რუსთაველისეული სიბრძნე: „გველსა ხვრელით ამოიყვანს – ენა ტკბილად მოუბარი“, მითუმეტეს, რომ სამარანჩი არამც და არამც არ იყო გველი. ის ქართველებზე არა­ნაკ­ლებად ცდილობდა თავი აერიდე­ბი­ნა გველისაგან წამოსული გველური დავალებისათვის. შეთანხმდნენ. სა­ქართველო ყველა პოსტსაბჭოთა ქვე­ყანასთან ერთად ჩვეულებრივ რეჟიმ­ში გააგრძელებს პროცესში მონაწი­ლეობას, საელჩოებისა და სასაზღვრო გადაკვეთების პროცედურებს ვიტა­ლი სმირნოვი მწვანე შუქს მოუ­გვარებს, საქართველო ოლიმპიადაში მონაწილეობას დაიწყებს და ყველანი იმედოვნებენ, რომ ოლიმპიადის და­სრულებამდე – გაერო გააუქმებს ვე­ტოს, რომელმაც შეუძლებელია, რომ დიდხანს გაძლოს, იმდენად ყველა­ფ­რის წინააღმდეგ არის ის მიღებული. აი, მაშინ კი სამარანჩის მიეცემა საშუალება, ასე ვთქვათ – „გაგ­ვიპ­რავოს“ მონაწილეობა, რომელიც არა იურიდიულად, უბრალოდ სიტყვიე­რი შეთანხმებისამებრ წარმოებს. თუ აღიარება დასრულებამდე ვერ მოგვი­სწრებს – ოქმებიდან ისე ამოგვიღებენ – თითქოს იქ ფიზიკურადაც არ ჩავ­სულვართ.

ოლიმპიადა დაიწყო, პროცესი მი­დის, ქართველები მონაწილეობენ, გაერო აგვიანებს, სამარანჩი სიგიჟის ზღვარზეა. მთლიანად ამოღება ოქ­მებიდან საქართველოსი აღარ გამო­უვა, რადგანაც ქართველები ბარსე­ლონას ოქროსა და ბრინჯაოს მედ­ლებს ართმევენ. იმერლებისა და გუ­რულების მიერ, თუმცა კეთილ­შო­ბილ, მაგრამ  მაინც მსოფლიო ავან­ტი­ურაში ჩათრეულ სამარანჩის თენგიზ გაჩეჩილაძე აწყნარებს  და ისე ტექნიკურად სთავაზობს ახალ–ახალ პოზიციებს, როგორც იმერული „ცოლიკაურით“ სავსე ყანწებს. სამა­რანჩიც ვერ უძლებს მის „ენა ტკბი­ლად მოუბარობას“ და თითო–თითო ნაბიჯით სულ უფრო და უფრო ღრმად ხდება მისი ჩათრევა „კვაჭის ხაფანგში“. არც ემზარ ზენაიშვილი და პაატა ნაცვლიშვილი აკლებენ კვაწარახგადასმული გურული კვე­რივით ნუგბარ-ნუგბარ არგუ­მენ­ტაციას. პოლიტიკურად უკვე კარგად შეზარხოშებული სამარანჩი ცლის და ცლის – დამამშვიდებელი სიტყვებით სავსე ზესტაფონურ თიხის ფიალებს. ოლიმპიური ბახუსის საჭირო ფაზაში შესულ სამარანჩის არ არსებული ქვეყნიდან მოვლენილმა  არსებულმა ჩემპიონებმა ლერი ხაბელოვმა და კახი კახიაშვილმა – მეტაფიზიურ მაგიდაზე თითო-თითო ფუთიანი დიპლომატიური მუშტიც დაურტყეს და თავთავიანთი არსებული ოქროს მედლების – არ არსებული ქვეყნის არ არსებული დროშითა და არ არსე­ბუ­ლი ჰიმნით გაფორმებაც მოსთხოვეს. კვლავ სცადა წინააღმდეგობა მარ­კიზ­მა, მაგრამ კვლავ ამოქმედდა თენ­გიზიც და ისე გამოართვა დასტური, როგორც სოლომან მორბელაძე გა­მოართმევდა საქორწინო ბეჭედს –  და­რისპანის კაროჟნასათვის. დარ­ღ­ვე­ვებში ღრმად ჩათრეულ ღირსების დიდგვაროვანს, ალბათ თავისი ნა­თე­სავის, მეფე ხუან კარლოს ბურბონის მიმართვა გაახსენდა ჰუგო ჩავესი­სად­მი მსოფლიოს ღია ტელეეთერში: „უმორჩილესად გთხოვთ მოკე­ტოთ!!!“ ჰოდა „კვაჭის ხაფანგში“ მოყოლილ სამარანჩისაც – აბა „მო­კეტვის“ მეტი რაღა დარჩენოდა?!?!... აიწია ქაქუცას შინდისფერი დროშა. აჟღერდა კოტე ფოცხვერაშვილის „დიდება“... აინთო გაერო-ს მიერ ჯერ კიდევ ინტერპასპორტში დაუკვალი­ფიცირებელი გეოშიფრი „GEO“....... სეოკ-ელებმა შეუძლებელი შეძლეს და ნაწილობრივ მაინც ამოიგეს – ყველაფერში წაგებული საქართვე­ლოს ღირსება.

ასე შევასაღეთ შევარდნაძის მიერ მოტყუებულ-გაბახებული „კაროჟნა“ ნავარიელ ბურბონთა ნათესავს. ასე „გაგვიიმასქნენ“ მზითვად სეოკ-ელებმა სამი ოქრო და ხუთი ბრინ­ჯაო. ასე მოიჭყლიტა და მოისრისა სამარანჩი მამათელ ანტიქართველსა და ზესტაფონელ, თბილისელ და ჩოჩხათელ პროქართველ მამული­შვილებს შორის.

ეს მოხდა მაშინ, როცა საქართ­ვე­ლო, დანარჩენი თოთხმეტი პოსტსაბ­ჭოთა ქვეყნისაგან განსხვავებით, არც გაერო-ს წევრი იყო, არც – დსთ-სი, არც – სოკ–ის, სპორტის სახეობებში – არც ერთი საერთაშორისო ფედე­რა­ციისა და საერთოდ არც ერთი სა­ერთაშორისო სტრუქტურისა. ის, უბ­რალოდ _ არ არსებობდა!!!...

საუკუნის დიპლომატიური კური­ოზი!!!...

 

P.S. მოხსენება სამენციერო კონფე­რენციაზე _ „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის თანამედროვე მდგო­მარეობა და განვითარების ტენ­დენციები“.  2016  წლის 15-16 ნოემბე­რი.https://sportuni.ge/multimedia/ups/ mecniereba/krebuli.pdf

 

ზაზა ჯაფარიძე,

2003 წ.

 

                                                                     ბარსელონას ოლიმპიური თამაშები და საქართველო

 

– საუკუნის დიპლომატიური კურიოზი –

                                                                                      რეზიუმე

 მოხსენებაში მოხაზულია ის საერთაშორისო სისტემური სქემა, რომელშიც საქართველოს მიზანმიმართულად დაეკეტა შესასვლელი და არასრული ერთი წლის მანძილზე საქართველო არ წარმოადგენდა ქვეყანას. სწორედ ამ დროს დატრიალდა აფხაზეთისა და ეგრეთწოდებული „სამხრეთ ოსეთის“ სისხლიანი ტრაგედიები ეთნიკური წმენდებით, რასაც რუსეთის „ცისფერ ჩაფხუტიანი მშვიდობის მყოფელების“ ჩადგომა მოჰყვა – თავდაპირველად მხოლოდ დსთ-ს მანდატით (თუმცა, საქართველო ამ დროს არც დსთ-ს წევრი არ იყო), რადგანაც გაერო-ს ქარტიის თანახმად სახმელეთო საზღვრის მქონე ქვეყანაში ეს გარნიზონი ვერ ჩადგებოდა. საქართველო გაერო-ში მხოლოდ მას შემდეგღა გაწევრდა, რაც ყველაფერი დაკარგა. რაც დსთ, როგორც სივრცე აღიარა გაერო-მ ამ სივრცეში ხე­ლოვნურად და მიზანმიმართულად არეულ-დარეული გეოპოლი­ტი­კური ცეცხლის ზონებით. გაერო-ც იძულებული გახდა – ამ რეალობას შეგუე­ბოდა. ერთადერთი სფერო იყო სპორტი, რომელშიც საქართველომ მხო­ლოდ ნაწილობრივ შეძლო დაეცვა თავისი პოზიცია. ამას ეხება მიმდინარე მოხსენება.

ZAZA JAPARIDZE

                                               Olympic Games of Barcelona and Georgia

                                                   – Diplomatic curiosity of the century –

 

 Summary

 The report discusses the international system scheme, in which Georgia has been closed  the entrance deliberately and Georgia was not country during an incomplete one year.  Bloody tragedies with ethnic cleansing were happened at this time in Abkhazia and so-called "South Ossetia". It was followed by the alignment of “Russian peacemakers with blue helmet". At first it was happened only under the CIS (Commonwealth of Independent States) mandate (hough, Georgia at this time, wasn't also a member of the CIS), according to the UN Charter it is not normal that such garrison stand in a country with a land border. Georgia became the member of the United Nations, only after that it lost everything, after the UN recognized it as the space having purposely and purposefully tangled geopolitical fire zones. The United Nations was forced - to accept this reality. The only area was sport, where Georgia has been partially able to defend its position. The current report refers to this event.