Feedback

PKTV, 'მოლაშქრე ვარ, მქვია ჩოქო, ხუნტა უნდა დავაჩოქო', თენგიზ ჩოქო მხეიძის სტუმრობა და..გახსენება

  /   ნანახია 80 ჯერ

PKTV, 'მოლაშქრე ვარ, მქვია ჩოქო, ხუნტა უნდა დავაჩოქო', თენგიზ ჩოქო მხეიძის სტუმრობა და..გახსენება


● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/

გადაცემა ტელეკომპანია PKTV-ის პირდაპირ ეთერში გავიდა 2021 წ. ოქტომბრის ბოლოს ჟურნალისტ ქეთი სესიაშვილის საავტორო რუბრიკაში 'კვირის ფერები - სახელდახელო სტუდია', სხვა რუბრიკების ერთობლიობით, რომელთაგან ერთ-ერთია 'კაცი, რომელიც ამშვენებს ქალაქს'.

გადაცემის სახელწოდებაა: ''მოლაშქრე ვარ, მქვია ჩოქო, ხუნტა უნდა დავაჩოქო', თენგიზ ჩოქო მხეიძის სტუმრობა და..გახსენება '.

გადაცემა ჩაწერილია 2021 წლის 9 ოქტომბერს.

ჩოქო იგივე თენგიზ მხეიძე, პოეტი, მხატვარი, ეროვნული მოძრაობის წევრი, სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტ გამსახურდიას რწმუნებული, ასევე პრეზიდენტ გამსახურდიას რწმუნებული ჩეჩნეთ-ინგუშეთში, მოკლედ, საოცარი ზნეამაღლებული, დიდებული პიროვნება, კოლორიტი, მართლაც რომ, არგვეთის მთავართა ჩამომავალი - დიდგვაროვანი მხეიძე... დაიბადა 15 ოქტომბერს (1954 წ.), სამწუხაროდ, გარდაიცვალა 2021 წლის 9 ნოემბერს, გადაცემის ჩაწერიდან ზუსტად ერთი თვის თავზე... ნათელი დაუმკვიდროს უფალმა! ამიტომ გადაცემა ხელახლა გადამონტაჟდა და ცოტა სხვა ელფერი მიიღო...

სამწუხაროდ, ეს გადაცემა უკანასკნელი ინტერვიუ აღმოჩნდა ბატონი ჩოქოსთვის - არადა, მაყურებელს ვპირდებოდით მასთან კიდევ შეხვედრას... ბევრი რამ დარჩა უთქმელი... მისი უკანასკნელი ჩანაწერი, რომელიც 04.11.21 წ. -თია დათარიღებული: ' ფეხზე ვერ ვდგევარ, ვეღარ გნახულობ, ჩემო ტკივილო და გაზაფხულო'... და არის სამჯერ დაწერილი სახელი: 'ირაკლი დოკვაძეს ირაკლი ირაკლი ვეღარ...'

დანარჩენს გადაცემიდან შეიტყობთ.

გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი.

ოპერატორები: ზაქარია როჭიკაშვილი, კოტე ფორჩხიძე. მონტაჟი:

ქეთი სესიაშვილი გამოიწერეთ ჩვენი არხი pk tv2; გთხოვთ, ნუ დაიშურებთ ყოველთვიურად სულ მცირე 1 ლარს და ჩაგირიცხეთ ანგარიშზე: საქართველოს ბანკი. ანგარიშის ნომერი: GE59BG0000000975704900. s/k 404470899. ტელეკომპანია PKTV. ისევე თქვენს სასარგებლოდ, რადგან ჩვენ მართლა გულწრფელად გემსახურებით მართალი სიტყვითა და ინფორმაციებით ასე რომ, გვიყურთ ჩვენ, ტელეკომპანია PKTV არ მოგატყუებთ. გაგრძელებები იქნება...

ტელევიზია pktv-ს ახალი მაყურებლის საყურადღებოდ: ჩამონათვალს გიწერთ აქ და უყურეთ, რომელი პროვაიდერითაც გინდათ: silktv - 251-ე არხი, magticom- 49-ე არხი, CTV1, myvideo.ge - live , "ახალი ქსელები", სჯს. საარქივო გადაცემები youtube.com-ზე ( აკრიფეთ pk tv2), მწვანე ლოგო. საარქივოც და პირდაპირი ეთერი - myvideo.ge pktv და ჩვენს საიტზე pktvgeorgia.ge ● შემოგვიერთდით: https://www.facebook.com/pktv.ge/. ასევე გვიყურეთ თანამგზავრზე - Azercosmos 46 გრადუსი, 30 000 ჰორიზონტალზე, სიხშირე -11095 (დროებით დაპაუზებულია)